“წლის ადამიანი”
ჯურნალმა “Time”-მა წლის ადამიანი დაასახელა. სანამ ამ პიროვნების ვინაობას გეტყოდეთ, მანამდე ორიოდე სიტვით ჟურნალის შესახებ, ის 1923წლიდან გამოდის და ყოველკვირეულია. ძირითადათ პოლიტიკური ფორმატისაა, თუმცა მასში მნიშვნელოვან მეცნიერულ მიღწევებზეც წერენ. 80 წელია, რაც ჟურნალს განსაკუთრებული რუბრიკა აქვს, “წლის ადამიანი”, რედაქცია ავლენს იმ ადამიანს ან ჯგუფს, რომელმაც წლის მოვლენებში განსაკუთრებული ეფექტი მოახდინა.
“Time”-მა წლის პერსონად MARK ZUCKERBERG-ი დაასახელა. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სოციალური ვებ-გვერდის Facebook – ის დამფუძნებელი და ბიზნესმენი.
25 წლის მარკი Facebook -ის წყალობით მილიარდელი გახდა. თავისი პროდუქტი მსოფლიო ქსელში 2004 წლის 4 თებარვალს გაუშვა. ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც სოციალური ქსელის შემქნელი სწავლობდა, ყოველწლიურად ქვეყნდებოდა სახელმძღვანელო სტუდენტების მონაცემებითა და ფოტოებით. მას “პირწიგნაკი” ერქვა, საიდანაც საიტმა მიიღო სახელწოდება “Facebook”. პირველი “პირწიგნაკი” მარკმა ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის შექმნა.
No trackbacks yet.