“მცირე სასურსათო მაღაზიები აღარ იარსებებს”

ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, მცირე სასურსათო მაღაზიები იანვრიდან დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაცია, რუსთავი ორის დილის გადაცემაში გაკეთდა. უამრავი ჯიხური  იქნება აღებული და ადამიანებს, რომლებიც “მცირე ბიზნესით” იყვნენ დაკავებულები სხვა შემოსავლის წყაროების ძებნა მოუწევთ. ამ ყველაფრის მიზეზებზე ჯერჯერობით მხოლოდ კულუარებში საუბრობენ. მოუწესრიგებელი ჰიგიენური მდგომარეობა, რაც მრავალ, პატარა ჯიხურს ახასიათებს, შეიძლება მთავარ მიზეზად ჩაითვალოს, თუმცა ხალხს სხვა მოსაზრებებიც აქვთ:

“სხვათა შორის ერთი თვის უკან  გავრცელდა ჭორი, სარდაფებში და ნახევარსარდაფებში აკრძალავენ ვაჭრობას”

“მაღაზიაში მოვაჭრეები მეცოდებიან თორე ისე არაა ცუდი იდეა რათქმაუნდა თუ ფასები კატასტროფული არ იქნა”

“მე არ მომწონს პოპული და ხშირად პატარა მაღაზია უფრო მაწყობს”

“მომსახურების ხარისხი შეიძლება მომწონს სუპერმარკეტებში, მაგრამ ფასები? რაც შეეხება პროდუქციის ხარისხს ყველგან ერთი ნაგავია, გაენმოდიფიცირებული და ემულგატორებით გაჟღენთილი..
ისე სწორედ ეგ პატარა მაღაზიები უნდა გადაკეთდნენ “სოფლის ნობათის” მსგავს მაღაზიებად და მერე ვინ იყიდის გენმოდიფიცირებულ ლობიოს დავინახავ…”

“რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელსაც არ აქვს საშუალება გუდვილ-პოპულ-ჯიმარტებში იაროს?!
იქ ფასებიც მაღალია და ნისიაც არაა.
ან რა ქნან იმ პატარა მაღაზიების მფლობელებმა?!
ისინიც ხომ უმუშევრები, უშემოსავლოები რჩებიან…
მე მესმის და მომხრე ვარ, რომ ყურადღება უნდა მიექცეს სურსათის უვნებლობას, მაგრამ ეს სხვანაირად არ შეიძლება მოხდეს???”

ვარაუდები იმაზეც არის, რომ პატარა მაღაზიებს “ვისოლის”  ახალი მარკეტების ქსელი ჩაენაცვლება.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: