“მე არ მინდა რომ ბავშვებს ვიღაც ჰომოსექსუალები, ბრმები, ყრუები და ინვალიდები ასწავლიდნენ”

ქართული სზოგადოების ნაწილი უმცირესობის წინააღმდეგია. ეს მკაფიოდ გამოჩნდა, გადაცემა აუდიტორიის ეთერში, მაშინ როდესაც სადისკუსიო თემა ინგლისურის მასწავლებლის, ტომას ფლეჩერის შიშველი ფოტოების ფეისბუქზე ატვირთვა გახლდათ, რამაც ჩვენს საზოგადოებაში, მისი ჰომოსექსუალური ორიენტაციის განსაზღვრა გამოიწვია. სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილმა  კანდიდატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ 2009 წელს უარი განაცხადა უმცირესობების, კერძოდ ჰომოსექსუალების დაცვაზე, ხოლო ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ ყველა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელს უფლება ჩამოერთვას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტუქტურებში მუშაობის, კონკრეტულ შემთხვევაში ის მიიჩნევს, რომ “ჰომოსექსუალს არ აქვს უფლება იყოს მასწავლებელი”.

“რა ჯობია განათლებული და კაი მცოდნე ჰომოსექსუალი მასწავლებელი თუ გაკაპასებული, 70 წლის ქალიშვილი, ქართული ენის მასწავლებელი ნარგიზა?”

ზვიად ძიძიგური, რომელიც შვილებს ჩოხაში ზრდის ამბობს, “ისღა მაკლია ჩემ შვილს საყურიანი ასწავლიდეს” და მისთვის ჰომოსექსუალიზმი და რეციდივიზმი იდენტური ცნებებია.

ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ზვიად ძიძიგური მხოლოდ სექსუალურ ორიენტაციაზე აგრესიულ დამოკიდებულებას არ დაჯერდა და ყოველგვარი ფუნქცია “შეუზღუდა” უნარშეზღუდულ საზოგადოებასაც:

“”მე არ მინდა რომ ბავშვებს ვიღაც ჰომოსექსუალები, ბრმები, ყრუები და ინვალიდები ასწავლიდნენ”

პოლიტიკოსის ამგვარ გამონათქვამს ხალხის მხრიდან შემდეგი რეაქცია მოყვა:

“აი, ნებისმიერ ცივილიზირებულ ქვეყანაში ამის თქმის მერე, პოლიტიკოსი ხო დალევდა ჩაილურის წყალს, არადა, ვიცი რა გურჯისტანის “გამორჩეულობის” ამბავი, დარწმუნებული ვარ, რომ ამ როჟას კიდევ ბევრჯერ ვნახავთ აქცია-მიტინგებზეც, ტვ-ებშიც და პარლამენტ-საკრებულოებშიც… თფუუ, მართლა რა …”

“ზვიად ძიძიგური ნამდვილი სპეკულიანტი, ამას უნდა დემოკრატია ხო?”

“არ ვიცავ არავის, მაგრამ ხომ შეიძლება ფიზიკურად ინვალიდი კი არა, არამედ მენტალურად ანდა სულიერად ინვალიდი ადამიანი იგულისხმა?”

“სულიერად ბრმა და ყრუ როგორია ეგეც გვითხარით”

“შემახსენეთ ერთი რამდენი პროცენტი მიიღო მაგან მერის არჩევნებში ?არ ვართ ბაბა, ჩვენ ბოლომდე ცივილიზირებული ხალხი და ჰე…
ამის მთქმელი ძიძიგური კიდე ბევრს იყელყელავებს ტვ-შიც და პოლიტიკაშიც…
მართლა ტფუუუ რა …”

ეკა ხოფერიას გადაცემა “აუდიტორიაში” საინტერესო დისკუსია გაიმართა, სადაც ერთმანეთისგან ძნელი გასარჩევი აღმოჩნდა არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები და ნეკროფილები, ზოოფილები, პედოფილები. მოწვეული სტუმრები მათ ერთ კონტექსტში მოიხსენიებდნენ(ზვიად ძიძიგური, დიმიტრი ლორთქიფანიძე). ადამიანის უფლებათა დამცველი კომიტეტის წევრი კი თვლის, რომ ძალადობა(სექსუალური) მხოლოდ ჰომოსექსუალის მხრიდან უნდა აიკრძალოს, ხოლო ჰეტეროსექსუალის მხრიდან განხორციელებელი აგრესია რა მოსატანია ზემოთ ხსენებულთან შედარებით.  ალბათ  ძნელი იქნება, საკუთარი უფლებების დაცვა ისეთ პიროვნებებს ვთხოვოთ, რომლებიც საჯაროდ, თავად არღვევენ საზოგადოების წევრი ადამიანების უფლებებს. გდაცემის თემაზე კამათი ხდება მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ სამოცდაათიანი წლებიდან, კონკრეტულად კი 1990 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ფსიქიური დაავადების სიიდან სექსუალური უმცირესობები(არატრადიციული ორიენტაცია) ამოიღო, ხოლო ევრო საბჭოს ეკუთვნის შემდეგი ფრაზა: “ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორია”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: