“ლევან გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილს 15 მილიონი დოლარი და პრემიერ მინისტრობა სთხოვა…”

ქართულ საზოგადოებას ახალი “საჭორაო” თემა მიეცა. სკანადალური ფაქტი, რომელიც  უკვე აქტუალური გახდა, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ ლევან გაჩეჩილაძესა და საქართველოს პრეზოდენტ მიხეილ სააკაშვილს  შორის დადებული სავარაუდო “გარიგებაა”:

„დროებით, 6 თვით დამნიშნე პრემიერად“

„მინდა ხუთი მილიონი“

„ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის შესაქმენლად მჭირდება საწყისი კაპიტალი 10–12 მილიონი“. ეს იმ მოთხოვნების ჩამონათვალია, რაზეც ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა  გაზეთ “ასავალ-დასავალში”  წერს.

ამ შემთხვევაში “ბადე” ზღვაში გადაგდებულია. კულუარებში სკანდალთან დაკავშირებით უკვე ღიად საუბრობენ, მიუხედავად იმისა, რომ სტატიის ავტორი, დაინტერესებული საზოგადოებისათვის მტკიცებულებების(დოკუმენტაცია, წყარო, ვიდეოჩანაწერი) ჩვენებაზე თავს იკავებს. თუმცა ხალხს ყოველგვარი დამამტკიცებელი საბუთის გარეშეც ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გააჩნია:

“ხო, ეხლა გამოიყვანეთ კორუმპირებული და ღვთის პირიდან გადავარდნილი.
ჩაქუჩით რო დარბოდა მაშინ ხო ჯიგარი იყო”

“ალალი კაცი გვეგონა და თურმე ვინ აღმოჩნდა”

“ჩემი აზრით, ალოგიკურია და თეთრი ძაფით არის ნაკერი”

“ტყუილია ,ეგ არ აიღებდა,მაგის უკან ხო საქართველო დგას”

“სტატიის ავტორი ჯაბა ხუბუა წერს რომ ის ამ შეხვედრაზე არ ყოფილა, ვერც იმ „სანდო“ წყაროს ვინაობას ასახელებს ვინც ეს ამბავი მოუყვა, და არც იმ ფურცელს აქვეყნებს სადაც გაჩეჩილაძემ მიშას მოთხოვნები წაუყენა…
ნუ აი ეხა ეს რა არის?
მასხარაობაა და მეტი არაფერი….
ესე იცი რეების დაწერა შემიძლიაა???”

“სკანდალში გახვეული” ლევან გაჩეჩილაძის მხრიდან კომენტარი მისმა ძმამ, გია გაჩეჩილაძემ გააკეთა:

“რა კომენტარი შეიძლება ამას გაუკეთო, ეს არის აბსოლუტური მონაჩმახი, რომელსაც ჟურნალისტი საკუთარი კარიერის გასაკეთებლად მიმართავს, ამით უნდა ყურადღების მიქცევა, ეს  არის შეკვეთილი სტატია… აშკარაა, არც ვიცი ვისი წერილია….”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: