დატოვეს თუ არა სამსახური itv.ge-ის ჟურნალისტებმა…

გააკეთო არჩევანი და მიიღო გადაწყვეტილება თითოეული ჩვენთაგანის უფლებაა. ჩვენ თავად ვირჩევთ პროფესიას და შემდგომ შესაბამის სამსახურს. დაკავებული თანამდებობიდან წასვლის უამრავი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინტერნეტ ტელევიზიის itv.ge-ის ჟურნალისტები, ტელევიზიას ტოვებენ.

კულუარებში ამის შესახებ სავარაუდო ვერსიებზე უკვე საუბრობენ. არის მოსაზრება, რომ ჟურნალისტების წასვლის მიზეზი itv.ge-ის ახალი დირექტორის გიორგი კაპანაძის დანიშვნაა, რომელიც ადრე  “realtv”-ში მუშაობდა. ამასთან დაკავშირებით ხალხი სხვადასხვა მოსაზრებას გამოთქვამს:

“პატივს ვცემ itv.ge-ს ჟურნალისტებს.
სანამ ვარსებობთ თავისუფალი აზრის გამომხატავი საზოგადოების წევრები, მანამდე იარსებებს თავისუფალი საქართველო”

“ინტერნეტ–ტელევიზია itv.ge-ს ცნობილი ჟურნალისტები – გენერალური პროდიუსერი, ნინო თარგამაძე; საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ირაკლი ჩიხლაძე და „კვირის რეპორტაჟის“ ავტორები: ნინო ჯაფარიძე და ნინო კვირიკაშვილი ტოვებენ”

“კარგი ხალხია და საკმაოდ კარგი ინტერნეტ ტელევიზია შექმნეს.
მიიღოს ეხლა მაესტრომ ეს ხალხი, არ არიან დასაკარგი ადამიანები მგონი ზოგიერთ მაესტროელს ჯობიან”

“ცუდათაა ქართული მედიის საქმე”

“იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა…”

“რაღაც ვერ გავიგე, უფროსი როგორ შეიცვალა, გაიყიდა ტელევიზია?”

“რამდენი რომელიმე ჟურნალისტი სადმე გადავა, თემა უნდა გაიხსნას? არც წასული და არც მისული ჟურნალისტების გვარსახელე არაფერს მეუბნება”

“მედია თავისუფალი უნდა იყოს”

itv.ge-ის თანამშრომლები წასვლასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. მხოლოდ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ნინო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის შვებულებაში გადის.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: