“კაცობა ნებისმიერ შტანგაზე მძიმეა”
ის რომ ჩვენი საზოგადოება “პოლიტომანიით” არის შეპყრობილი, ამის უამრავი მაგალითი არსებობს. სიახლეები, რაც ჩვენს გარშემო ხდება ყოველთვის გვაეჭვებს და გვაფიქრებინებს თუ რა “ჩანაფიქრი აქვს ხელისუფლებას”და რა რეაგირება მოყვება მას ოპოზიციის მხრიდან, ან მზიანი დღის შემდეგ უეცრად თუ გაავდრდა, ვფიქრობთ “რას გვიშვება ეს მთავრობა” და კიდევ ბევრი სხვა აზრები ტივტივდება ჩვენს გონებაში, რაღა თქმა უნდა პოლიტიკური აზრები. “ადამიანი პოლიტიკური ცხოველია”, არ აქვს მნიშვნელობა ოლიმპიური ჩემპიონი იქნება, მოცეკვავე თუ სხვა, ხალხი მათ მაინც პოლიტიკური (ეჭვის) თვალით უყურებს. გიორგი ასანიძე ჩემპიონი 2004 წელს გახდა, ხოლო 2010 წელს მის შესახებ კულუარებში შემდეგს წერენ:
“მაშ რატომ წავიდა ასანიძე პოლიტიკაში? ოლიმპიური ჩემპიონი რომ არ ყოფილიყო იქ ვინმე დაპატიჟებდა?
ან ბილეთი ვინ უყიდა ოლიმპიადაზე რომ ჩაფრენილიყო? მერე აქ დეპუტატად ჩამოფრენილიყო?”
“შტანგის აწევა ერთია, მთელი ცხოვრების მანძილზე კაცობის სიმძიმის ტარება კი – მეორე და გაცილებით ძნელი”
“სპორტსმენი არაა ვალდებული არკვიოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის შავ-ბნელი მხარეები. ეს ჯილდო, მიუხედავად იმისა, პატარკაციშვილის ჯიბიდან მიიღეს თუ არა , მიიღეს სპორტული წარმატებებისთვის და არა პოლიტიკური ერთგულებისთვის. ელემენტარულ ცნებებს ურევთ ერთმანეთში”
“სპორტს და პოლიტიკას რომ ურევთ ერთმანეთში მაგას გეუბნებით სწორედ. ასანიძემ ჯილდო მიიღო
ოლიმპიური ჩემპიონობისთვის და არა თავისი პოლიტიკური შეხედულებებისთვის”
“ჩემის აზრით ოლიმპიური ჩემპიონი რომ გახდე, სულ მცირე ბავშვობიდან უნდა ივარჯიშო. პოლიტიკაში გადაბარგებისთვის ოლიმპიური ჩემპიონი, სავარაუდოდ ვერ გახდები”
“ოლიმპიური ჩემპიონობისათვის რადგან მედალი გადასცეს, მაშინ ოლიმპიური მედალს დაბრუნებას თხოვთ ალბათ”
No trackbacks yet.