“სად არის გიორგი კოდუა?”

როდესაც ცნობილი ხარ, ამას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. მაგალითად, თუ შენ,  საერთაშორისო ავიაკომპანიის, “skyGeorgia”-ს გენერალური დირექტორი, გიორგი კოდუა ხარ, ამასთანავე შსს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის, ერეკლე კოდუას ძმა და ცოტა ხნით გადაწყვიტე ხალხს “თავი მოანატრო”, კულუარებში თქვენს ამ  “გაუჩინარებასთან” დაკავშირებით,  აუცილებლად გაიჟღერებს შემდეგი კომენტარები:

1- “გიორგი კოდუა საქართველოდან წავიდა”,

2-“მეორე ძმა და კიდევ სხვა ძმები (მათი ძმაკაცებიც) როდისთვის აპირებენ ნეტავ წასვლას?”

3-“სქაი ჯორჯიას გაკოტრებაზე უფრო კარგი და სასიამოვნო ინფორმაცია პირადად მე დიდი ხანია არ მომისმენია.ასეთი კომპანიები უბრალოდ არ უნდა არსებობდნენ”

4-“ეჰ მაგათი ბოლო მაინც გაქცევაა საქართველოდან აგროვებენ ფულს და წავლენ საზღვარგარეთ და შერჩებათ ის უკანონოთ ნაშოვნი ფული როგორც მამალაძეეს,აბაშიძეს,ოქრუაშვილს, ქარელს და ჩვენ რაა აქ დამრჩენებს არც არაფერი ვალებიი ვალებიიი”.  ზოგიც კი ფიქრობს, რომ ყველაფერი ავიაკომპანიის გაკოტრებით და მისი ლიბერთი ბანკის ხელში გადასვლით არის გამოწვეული, “sky georgia”-ს 3 წელიწადში  25 მილიონიანი ვალი დაუგროვდა. კოდუას ბიზნესი წაართვეს, ის დაჭერას გადაურჩა და თავს გაქცევით უშველა, ამ ინფორმაციას “პირWელის” წყარო, “forum.ge”-ზე ავრცელებს.

სწორედ მსგავს ჭორებს გაიგებთ, როდესაც საზოგადოებისათვის ცნობადი სახე ხდებით, მიუხედავად იმისა თუ რა კომენტარს გააკეთებს თქვენი ოჯახის წევრი.

ლაურა ღაჭავა (გიორგი კოდუას დედა): “გერმანიაში კონფერენციაზე იყო გიორგი და სიტყვით გამოსვლისას, როგორც ჩანს, გერმანელ ბიზნესმენებს მოეწონათ. როგორც ასეთი რომ საქართველოდან სულ წასულიყო, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მისი ოჯახი ჩემთან არის. როგორც კონსულტანტი, ისე წავიდა გიორგი. შესაძლოა, სიტუაცია არ მოეწონოს და უკან დაბრუნდეს. ამ ეტაპზე რაც ვიცი, ისაა, რომ იგი ერთ კვირაში უნდა ჩამოვიდეს და შემდეგ ისევ დაბრუნდეს”.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: