“ვაკის პარკიდან ძიძები ბავშვებიანად განყოფილებაში წაიყვანეს”

რამდენი ადამიანიც არის იმდენი აზრია, ჩვენს ქვეყანაში კი აზრი მოსაზრებით იცვლება და ყველა “თავისას უბერავს”. ფასი, დაუზუსტებელ ინფორმაციას დაედო და მის სანდოობაზე უკვე აღარავინ ფიქრობს, მთავარია გაიჟღეროს და მერე თემაც თავისით აგორდება. ჭორაობა კი ადამიანის ერთ-ერთი გასართობი საშუალებაა.

ჩვენს ქვეყანაში ცვლილებებისადმი მძაფრი დამოკიდებულება აქვთ, ცდილობენ მხოლოდ ცუდ მოსალოდნელ მხარეზე იფიქრონ და ფიქრებში გართულნი, “წარმოსახვას” რეალურს ხდიან და შედეგად: ” ძიძები დააკავეს“. თემაც აგორდა. თბილისი პატარაა და ყველაგან იწყება ამაზე საუბარი. კომპეტენტური პირები კი მხოლოდ გაკვირვებას გამოხატავენ. საქმის ვითარება კი ასეთია, ლეგალური გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს, შემოსავალი შემოსავალია, რომლის %-ული წილი სახელმწიფოს ბიუჯეტში უნდა შევიდეს, ყველა ცივილურ ქვეყანაში სწორედ ასე ხდება.  “ძიძობა” საქართველოში ოდიდგანვე მიღებულ  “პროფესიად” ითვლებოდა.მათ ხომ ჩვენი ბავშვების აღზრდას ვანდობთ. ვფიქრობ კანონში შეტანილი ცვლილება ბევრად უფრო “დაფასებულს” გახდის მათ აღმზრდელობით საქმიანობას.

წინასწარ დასკვნების, მითუმეტეს “მითების” შეთხზვა არასწორია. დეზინფორმაციულობა,  ქვეყნის წინსვლაზე  ცუდ გავლენას ახდენს.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: