ბუდა თუ ბარი?

საინტერესოა, თავის დროზე  “მაკდონალდსის” გახსნასთან დაკავშირებით,  რას ფიქრობდა ჩვენი საზოგადოება?  სიახლე ახალს ნიშნავს და შესაბამისად აღქმაც  სხვადასხვაა. ამის ნათელი მაგალითი, თბილისში “ბუდა-ბარის”  მშენებლობაზე ატეხილი აჟიოტაჟია. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს არამართლმადიდებლურია, ზოგიც უბრალოდ ცვლილებას ვერ ეგუება, დანარჩენ ნაწილს კი ნამდვილად “დომატოფობია”  აწუხებს.

“ბუდა-ბარი” გახლავთ მაღალი კლასის რესტორანი, საქმიანი და არა საქმიანი შეხვედრებისათვის, სადაც შეგიძლიათ მოუსმინოთ გემოვნებიან მუსიკას, დატკბეთ აზიური ინტერიერით და თავი უბრალოდ კარგად იგრძნოთ. ნიუ-იორკი, ლონდონი, პარიზი, ბუდაპეშტი, კიევი, პრაღა, დუბაი ადგილები, სადაც “ბუდა-ბარი” არსებობს და რატომ არა თბილისი?

ჩინური რესტორნის მოყვარული ადამიანი  იქიდან ალბათ, არც  ბუდისტი და არც დაოსისტი გამოდის, ისევე რგორც მაკდონალდსის მომხმარებელი, გემრიელი ბიგ მაკის მირთმევისას კათოლიკე არ ხდება, შესაბამისად, ნუ შეგაშინებთ ბუდა-ბარის ინტერიერი, შიგნით მოთავსებული ბუდას ქანდაკებით, ეს ხომ უბრალოდ რელექსაციისა და გართობის კიდევ ერთი ესთეტიური ადგილი იქნება ჩვენს ქალაქში.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: