“სირაძე, სირაძეო “

წარმატებულ პროექტ “ჯეო-სტარს” ერთ-ერთი მონაწილე, ანი სირაძე გამოეთიშა, მიუხედავად იმისა რომ წინა კვირას “სმს” ლიდერი იყო მან პროექტი საკუთარი ნებით დატოვა, , “ჯეო-სტარში” კი წარმატება “სმს-ებზეა” დამოკიდებული. კულუარული ინფორმაცია  კონკურსანტის წასვლის შესახებ სხვა მოსაზრებას ავრცელებს. ანი სირაძე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა და საერთოდაც ის მიიჩნევს, რომ პროექტში მონაწილეობაზე არ უნდა დათანხმებულიყო.

ფსიქოლოგიურ ზეწოლაში,  კომპეტენტური ჟიურისგან “შენიშვნები” იგულისხმება და მთავარ დამნაშავედ მარინა ბერიძე სახელდება.

მარინა ბერიძის კომენტარი კი ასეთია: “ყველამ კარგად იცის, რომ არ ვარ შაქარი და “საყვარელო” და “შენ შემოგევლეთი” არავის მივმართავ. ანი ახლაც ძალიან მიყვარს, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, სწორედ ჩემი სურვილი იყო, რომ “ჯეოსტარში” ემღერა, თუმცა მისმა ყელმა ვერ გაუძლო და თქვენ კარგად იცით, რომ სიმართლის მოყვარული ადამიანი ვარ. ამას ბავშვებზე მეტად მშობლები ვერ იგებენ ხოლმე”. მშობლებს რაც შეეხებათ ანი სირაძის დედას სრულიად სხვა მოსაზრება აქვს: “მარინა ბერიძემ ძალიან კარგად იცოდა, რატომ ვერ შეასრულა ანიმ კარგად სიმღერა. დაპირდნენ, გაციებული ყელით რომ გამოდიოდა, შეფასებისას ამას აუცილებლად აღნიშნავდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. პირდაპირ იძახდა, სირაძე, სირაძეო. ბავშვი კულისებში, ერთ-ერთ კარადაში დაიმალა და იქედან დამირეკა, ამოდი და ჩამიყვანე აქედანო”.

ამ ყველაფერში დასანანი მხოლოდ  ის არის, როდესაც   არა საკმარისი “ხმების” გამო, ნიჭიერი ადამიანი  ჯერ “აუთსაიდერი” ხდება, შემდეგ კი ხალხის გადაწყვეტილებით პროექტს ტოვებს, ხოლო “მაყურებლის ფავორიტი” ამას საკუთარი ნებით აკეთებს.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: